logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მცირე მთავრობის კონცეფციაზე და პროცესების გაციფრულებაზე
ივანე მაჭავარიანი: მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მცირე მთავრობის კონცეფციაზე და პროცესების გაციფრულებაზე
17:10 13.07.2018
მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მცირე მთავრობის კონცეფციაზე და პროცესების გაციფრულებაზე და დიგიტალიზაციაზე - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა გაერთიანებული კომიტეტების დასრულების შემდეგ მედიასთან გააკეთა. როგორც მან აღნიშნა გაიმართა საინტერესო დისკუსია.


„ჩემთვის ეს ახალი გამოცდილება იყო. გაიმართა სამკაოდ ცხარე დისკუსია, დაისვა საინტერესო კითხვები, პროცესმა დინამიურად ჩაიარა. ძირითადად საქმიანი კითხვები დაისვა, ჩემთვისაც საინტერესო იყო პასუხის გაცემა, რასაკვირველია იყო პოლიტიკური პროვოკაციის ელემენტებიც“ - განაცხადა მან.


კითხვაზე აპირებს თუ არა საკადრო ცვლილებებს სამინისტროში ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საკადრო გადაადგილებებს არ გეგმავს.


„ბოლო დღეებში მქონდა შეხვედრა მოადგილეებთან, ისინი კვალიფიციური და მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ საკადრო გადაადგილებების შესახებ. შევხედავ სტრუქტურას, პროცესებს. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მცირე მთავრობის კონცეფციაზე და პროცესების გაციფრულებაზე და დიგიტალიზაციაზე, სწორედ აქედან გვინდა ვნახოთ ეფექტურობა, ვნახოთ დანაზოგი, ვნახოთ გარკვეული პროცესების დაჩქარება, უფრო მეტი დინამიურობა შევძინოთ ჩვენს ეკონომიკას, თუმცა უნდა ვთქვა, რომ დღევანდელი დინამიკაც საკმაოდ კარგია, რეგიონში საუკეთესო, მაისში - 7,5%, ხოლო 6.1%-ია 5 თვის ეკონომიკური ზრდა, რაც იმაზე მაღალია ვიდრე იყო დაგეგმილი. ჩვენ ეს ტემპი უნდა გავაგრძელოთ და ის რეფორმები, რომელიც დაიწყო პრემიერმა და რომლის განსახორციელებლადაც მე მივედი ფინანსთა სამინისტროში რასაკვირველია ამ ტემპს დააჩქარებს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


როგორც მან აღნიშნა, საქართველო საგადასახადო ტვირთის თვალსაზრისით მეცხრე ადგილზეა მსოფლიოში. „ეს საკმარისია იმისთვის, რომ გვქონდეს ეკონომიკური ზრდა. ჩვენ გვაქვს საკმოად დაბალანსებული და სწორად შერჩეული პოლიტიკა, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას და მეორე მხრივ არ ივიწყებს სოციალურ ვალდებულებებს,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.


როგორც მან აღნიშნა, მთავრობას ექნება ახალი ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩაერთვას ეკონომიკაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა