logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან გამყრელიძე : აქტიურად ვართ ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად
ლევან გამყრელიძე : აქტიურად ვართ ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად
10:32 13.07.2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე ქალაქ ბათუმში გამართულ რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ ესწრება. ღონისძიება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტისა“ და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით იმართება.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მექანიზმების ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობა, კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის გაღრმავება, უწყებათაშორისი და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და უფლებების აღსრულების მიმართულებით დაინტერესებულ პირებს შორის კონტაქტების დამყარება.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების პროცესში საგამოძიებო სამსახურის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ინტელექტუალური საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. გამომდინარე აქედან, ზემოაღნიშნულ პროცესებში სამართალდამცავი ორგანოს, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის როგორც საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი უწყების აქტიური ჩართულობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი სამსახური წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს იმ ჯაჭვისა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა და ამ კუთხით, ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება“, - განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა.
როგორც ლევან გამყრელიძემ აღნიშნა, საავტორო და მომიჯნავე უფლებების ხელყოფა და სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება ის დანაშაულებია, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება და უწყებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, სამსახური აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ლევან გამყრელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის სფეროში დანაშაულის გამოძიების ეფექტიანობის გაზრდისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, საგამოძიებო სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას „საქპატენტთან“ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ბოლო პერიოდში კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, საქართველოში გადადგმული ნაბიჯების შედეგებს და არსებულ გამოწვევებს, ასევე, იმ მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სათანადო აღსრულებას. ყურადღება გამახვილდება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირეულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ, საქართველოს კანონში 2018 წელს განხორციელებულ ცვლილებებზე, პარალელურ იმპორტზე, მტკიცებულებების უზრუნველყოფის და ზიანის დადგენის თაობაზე, საერთაშორისო პრაქტიკასა და სხვა აქტუალურ თემებზე.
ორდღიან კონფერენციას 100-მდე დელეგატი ესწრება. მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტთან არსებული აშშ-ს ინტელექტუალური საკუთრების სასაზღვრო და საბაჟო დაცვის განყოფილების, აშშ-ს სასაქონლო ნიშნებისა და პატენტების უწყების (USPTO), ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის, სხვადასხვა ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებების, საერთაშორისო სავაჭრო პალატის, ადგილობრივი და უცხოური კერძო კომპანიების, საქპატენტთან არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, სახელმწიფო უწყებების და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა