logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: ჭარბვალიანობის დაძლევის კუთხით მნიშვნელოვანია ის რეფორმები და ღონისძიებები, რაც მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ ტარდება
ეკატერინე მიქაბაძე: ჭარბვალიანობის დაძლევის კუთხით მნიშვნელოვანია ის რეფორმები და ღონისძიებები, რაც მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ ტარდება
20:13 12.07.2018
„ჭარბვალიანობა საქართველოს ეკონომიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომლის შემთხვევაში მოქალაქეს არ აქვს საშუალება, სრულფასოვნად ჩაერთოს ეკონომიკურ აქტივობაში და შესაბამისად, ეს ქვეყნის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით სასტუმრო „რადისონში“ გამართულ შეხვედრაზე.

ჭარბვალიანობასა და სასესხო-საკრედიტო რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხები იყო შეხვედრის თემა, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, მასში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ეკონომიკის დარგის ექსპერტებმა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ჭარბვალიანობის პრობლემის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. ეკა მიქაბაძის განცხადებით, ჭარბვალიანობის დაძლევის კუთხით მნიშვნელოვანია ის რეფორმები და ღონისძიებები, რაც მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ ტარდება, მათ შორის პრუდენციული რეგულაციები. „როგორც მოგეხსენებათ, მრავალი პრუდენციული რეგულაცია გატარდა, რაც ამ პრობლემას მნიშვნელოვნად მოაგვარებს, თუმცა, ჭარბვალიანობა კომპლექსური პრობლემაა, რომელიც ღონისძიებების განგრძობას საჭიროებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი ინფორმაციით, პრუდენციული რეგულირება იქნება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი და ის ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვან ზარალს არ მიაყენებს. „საჭიროა, ამ საკითხს ფართო ჭრილში შევხედოთ - ის ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ, ეკონომიკურ აქტივობაში მონაწილეობას ვერ იღებენ - პრობლემა ორი მხრივ იქმნება, შესაბამისად, შემცირდება უარყოფითი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა