logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი კაკაურიძე: ადვოკატები არიან პირები, რომლებიც ყველაზე კარგად ხედავენ ჭარბვალიანობისგან მოქალაქეებისთვის შექმნილ პრობლემებს
გიორგი კაკაურიძე: ადვოკატები არიან პირები, რომლებიც ყველაზე კარგად ხედავენ ჭარბვალიანობისგან მოქალაქეებისთვის შექმნილ პრობლემებს
16:29 12.07.2018
საფინანსო სექტორთან კონსულტაციებით გადაწყდა, რომ რეგულაციების ნაწილი, რომელიც პროცენტების და ჯარიმების საკითხს შეეხება, პირველი სექტემბრიდან ადვოკატთა ასოციაციის რეკომენდაციებს გავეცანი და მათი ნაწილი კანონში უკვე ასახულია, მათ შორის, საპროცენტო განაკვეთების საკითხი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ სასესხო-საკრედიტო საკითხებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის მიერ წარდგენილ წინადადებებზე განაცხადა.

მისი თქმით, ადვოკატები არიან პირები, რომლებიც ყველაზე კარგად ხედავენ ჭარბვალიანობისგან მოქალაქეებისთვის შექმნილ პრობლემებს.

„ჭარბვალიანობა შექმნა იმ სისტემამ, რომელიც საფინანსო სექტორში არსებობდა. ჩვენი ინიციატივა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომლითაც ერთი მხრივ, საფინანსო სექტორი ეკონომიკური განვითარებისთვის ისევ მიმზიდველი და აღნიშნული სექტორში მუშაობა ბიზნესისთვის კარგი საქმიანობა იქნება, ამავდროულად, ჩამოყალიბდება პირობები, სადაც მსესხებლებს არ ექნებათ კაბალური პირობები, რომლებიც აქამდე არსებობდა. მოქალაქეები შეძლებენ სესხებით, როგორც ბიზნესის განვითარებას, ასევე სამომხმარებლო საჭიროებების დაფინანსებას“, – განაცხადა კაკაურიძემ.

მისი შეფასებით, ახალი კანონმდებლობით, საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელი ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ იქნება.

„ღრმად ვართ დარწმუნებული, ეროვნული ბანკი შეძლებს რეგულაციების დაწესებას, რომელიც შემდგომში ჭარბვალიანობის პრობლემას გამორიცხავს. ეკონომიკურ აქტივობაზე ნეგატიურ გავლენას არ ველოდებით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, აღნიშნული რეგულაციები ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელი ვალდებული იქნება, მათ დაემორჩილოს.

კაკაურიძის ინფორმაციით, საფინანსო სექტორთან კონსულტაციებით გადაწყდა, რომ რეგულაციების ნაწილი, რომელიც პროცენტების და ჯარიმების საკითხს შეეხება, პირველი სექტემბრიდან ამოქმედება.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, დღეს ჭარბვალიანობასა და სასესხო-საკრედიტო რეგულაციებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრაზე ასოციაციამ სასესხო-საკრედიტო საკითხებზე სამართლებრივი მექანიზმების დახვეწის მიზნით, წინადადებები წარადგინა. ადვოკატთა ასოციაცია ხელისუფლებას ჭარბვალიანობის წინააღმდეგ უფრო რადიკალური და თამამი ნაბიჯებისკენ მოუწოდებსმოქმედება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა