მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხვალ საპარლამენტო კომიტეტებში იმსჯელებენ.
სავარაუდოდ, ხვალვე გაიმართება შეხვედრა ფრაქციებთან და ასევე შეხვედრა უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში.
შაბათს კი პარლამენტი მინისტრთა განახლებულ კაბინეტს დაამტკიცებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საკუთარი გუნდი დღეს წარადგინა. განახლებულ კაბინეტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტს მიხეილ ბატიაშვილი დაიკავებს. ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია იქნება, ხოლო ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ივანე მაჭარაშვილი დაინიშნება. საგარო საქმეთა მინისტრის პოსტზე დარჩება მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზალკალიანი.

















