ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველო დაწინაურდა. მიმდინარე წლის მონაცემებით,
ჩვენი ქვეყანა 59 -ე ადგილს იკავებს, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 9 კოეფიციენტით გაუმჯობესდა. საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს.
ამ თემასთან დაკავშირებით დღეს 15:00 საათზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე ჟურნალისტებს სტარტაპებთან ერთად შეხვდება და იმ კრიტერიუმების შესახებ ისაუბრებს, რამაც ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება განაპირობა.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრესსამსახურის იფნრომაციით, ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. იგი ასევე ცდილობს წარმოაჩინოს ის მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების ზრდის მიღწევა. ინოვაციების გლობალური ინდექსი ეხმარება და რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციების გასავითარებლად აუცილებელი პირობების/გარემოს შესაქმნელად.

















