logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ტექნოპარკში გამართულ ვორკშოფზე ბიზნეს კლასტერის განვითარების სტრტატეგიული მიზნები განიხილეს
ტექნოპარკში გამართულ ვორკშოფზე ბიზნეს კლასტერის განვითარების სტრტატეგიული მიზნები განიხილეს
15:31 10.07.2018
ტექნოპარკში გამართულ ვორკშოპზე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ბიზნეს კლასტერის განვითარების სტრატეგიული მიზნები განიხილეს. ღონისძიების მასპინძელი იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და ის ევროკავშირისა და GIძ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) პროექტის "მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DჩFთA საქართველოში" მხარდაჭერით გაიმართა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა საქართველოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერი, რომელიც ოფიციალურად ამ კვირაში დარეგისტრირდება, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
ვორკშოპს საერთაშორისო ექსპერტების გუნდი უძღვებოდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: მარეკ ტიტსი (ბალტიისპირეთის კვლევების ინსტიტუტი), დორის პოლდი (ესტონეთის Iჩთ კლასტერი), რენე ტონისონი და კერტუ ლინგი (ბალტიის ინოვაციების სააგენტო). ვორკშოპზე განიხილეს კლასტერის განვითარების ინიციატივით შექმნილი შესაძლებლობის გამოყენების, კლასტერის სწორი მიმართულებით წინსვლისა და წევრებს შორის შეთანხმებული პრიორიტეტების მიმართულებით განვითარების საკითხები. უცხოელმა კონსულტანტებმა კლასტერის წევრებს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები მთელ რიგ სტრატეგიულ და ოპერატიულ საკითხებზე, რაც სფეროში მათ მიერ დაგროვილ გამოცდილებასა და ექსპერტიზას ემყარება. მონაწილეებმა განიხილეს კლასტერის ხედვა და მისია, მისი მიზნები 2025 წლამდე პერიოდისთვის და სამოქმედო გეგმა.
საქართველოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერი მიზნად ისახავს სფეროში მოღვაწე კომპანიების, პროფესიონალების, საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლების გაერთიანებას კლასტერის წევრების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და სექტორში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით. კლასტერში ამჟამად 11 კომპანია არის გაერთიანებული, რომლებიც ცდილობენ გაზარდონ კლასტერისა და მისი პრიორიტეტების შესახებ ცნობადობა და მოიზიდონ ახალი წევრები.
"საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია სექტორში თანამშრომლობის სტიმულირების თვალსაზრისით. კლასტერი ხელს უწყობს ინდუსტრიის განვითარებას, განსაკუთრებით, მიმდინარე გამოწვევების ფონზე, და ასევე, ქართული Iჩთ სერვისებისა და პროდუქტების ექსპორტს. ეს კი დადებით ეფექტს იქონიებს ეკონომიკაზე და ინოვაციური სტარტაპების შექმნაზე." - განაცხადა დავით კიზირიამ, კლასტერის წევრმა და კომპანია "Iნნოვატივე შყსტემს Mანაგემენტ"-ის დამფუძნებელმა.
"ძალზედ მნიშვნელოვანია Iჩთ კლასტერის განვითარების მიმართულებით კარგი საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ექსპერტებთან ინტენსიური თანამშრომლობა." - აღნიშნა გიორგი მჟავანაძემ, კომპანია "Dო შო"-ს დამფუძნებელმა.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერის შექმნის ინიციატივის მხარდამჭერია და მჭიდროდ თანამშრომლობს სექტორში მოქმედ კომპანიებთან. შესაბამისად, კლასტერის წევრებისთვისაც სააგენტო ერთ-ერთ მთავარ სამთავრობო პარტნიორს წარმოადგენს საქართველოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერის განვითარების პროცესში.
"კლასტერების ჩამოყალიბება და განვითარება კატალიზატორის როლს ასრულებს მეწარმეობის და ინოვაციების განვითარებაში" - აღნიშნა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ. მან ასევე ხაზი გაუსვა კონკრეტულად Iჩთ კლასტერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ "Iჩთ კლასტერი არამხოლოდ ცალკე მდგომი კლასტერია, არამედ ნებისმიერ სხვა კლასტერთან დაკავშირების, მათი მომსახურების შესაძლებლობას იძლევა."

ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტი "მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DჩFთA საქართველოში" მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი "ევროკავშირი ბიზნესისთვის" ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. ევროკავშირის ამ ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, კერძოდ, ის ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა