logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ტექნოპარკში დღეს საქართველოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერის სტრატეგიის შესახებ ვორკშოპი გაიმართება
ტექნოპარკში დღეს საქართველოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერის სტრატეგიის შესახებ ვორკშოპი გაიმართება
09:30 10.07.2018
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ტექნოპარკში დღეს, 10 ივლისს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ბიზნეს კლასტერის განვითარების სტრატეგიული მიზნების შესახებ ვორკშოპს უმასპინძლებს.
ვორკშოპი იმართება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“, რომელსაც GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა საქართველოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერი, რომელიც მიმდინარე კვირაში ოფიციალურად დარეგისტრირდება.
ვორკშოპს საერთაშორისო ექსპერტების გუნდი გაუძღვება, რომლის შემადგენლობაშიც არიან: მარეკ ტიტსი (ბალტიისპირეთის კვლევების ინსტიტუტი), დორის პოლდი (ესტონეთის ICT კლასტერი), რენე ტონისონი და კერტუ ლინგი (ბალტიის ინოვაციების სააგენტო). ვორკშოპის მიზანია უზრუნველყოს კლასტერის განვითარების ინიციატივით შექმნილი შესაძლებლობის გამოყენება, კლასტერის სწორი მიმართულებით წინსვლა და წევრებს შორის შეთანხმებული პრიორიტეტების მიმართულებით განვითარება. უცხოელი კონსულტანტები კლასტერის წევრებს გაუზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს მთელ რიგ სტრატეგიულ და ოპერატიულ საკითხებზე, რაც სფეროში მათ მიერ დაგროვილ გამოცდილებასა და ექსპერტიზას ემყარება. მონაწილეები განიხილავენ კლასტერის ხედვასა და მისიას, მიზნებს 2025 წლამდე და სამოქმედო გეგმას.
საქართველოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერი მიზნად ისახავს სფეროში მოღვაწე კომპანიების, პროფესიონალების, საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლების გაერთიანებას კლასტერის წევრების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და სექტორში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით. კლასტერში ამჟამად 11 კომპანია არის გაერთიანებული, რომლებიც ცდილობენ გაზარდონ კლასტერისა და მისი პრიორიტეტების შესახებ ცნობადობა და მოიზიდონ ახალი წევრები.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერის შექმნის ინიციატივის მხარდამჭერია და მჭიდროდ თანამშრომლობს სექტორში მოქმედ კომპანიებთან. შესაბამისად, კლასტერის წევრებისთვისაც სააგენტო ერთ-ერთ მთავარ სამთავრობო პარტნიორს წარმოადგენს საქართველოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერის განვითარების პროცესში.
ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. ევროკავშირის ამ ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, კერძოდ, ის ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას. „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.eu4business.eu.
ვორქშოპი 11:00 საათზედაიწყება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა