კომპანია „სილქნეტი“ თბილისის მოსახლეობისთვის უფასო ინტერნეტ-კავშირის შეთავაზების შესახებ მერიის ინიციტივას უერთდება და ქალაქის მასშტაბით Wi-Fi ზონების განვითარებას იწყებს.
ამ მიზნით კომპანია დღეს, ვერის ბაღში პირველ სილქსპოტს დაამონტაჟებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, უფასოდ ისარგებლოს სილქსპოტის ინტერნეტით, ასევე, შემდგომ ეტაპზე შეეძლება გამოიყენოს სილქ-აპლიკაციები და მიიღოს სხვადასხვა აქციებში მონაწილეობა, რაც wi-fi ზონების პოპულარიზაციასა და მომხმარებლის წახალისებას შეუწყობს ხელს.
კომპანიას ჩამოყალიბებული აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც, პირველ ეტაპზე, Wi-Fi ზონები თბილისში განვითარდება.

















