logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ჩიქოვანი: საქართველო ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს
გიორგი ჩიქოვანი: საქართველო ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს
10:00 06.07.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანმა, რომელიც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს, თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონალური სატრანზიტო სახელმწიფოს, რომელზეც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფანი გადის. გამომდინარე აქედან, გიორგი ჩიქოვანის შეფასებით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, გაზარდოს საკუთარი მონაწილეობა აღმოსავლეთ - დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო პროექტებში განხორციელებაში, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მნიშნველოვანი როლი ითამაშოს ევროკავშირისთვის ენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის კუთხით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ბაზის ევროპულთან დაახლოების კუთხით მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

თავის გამოსვლაში გიორგი ჩიქოვანი შეეხო „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტს, ვინაიდან ბუნებრივი აირის მიმწოდებელი და მომხმარებელი ქვეყნების ინტერესების გადაკვეთაზე მდებარეობის წყალობით, საქართველო არის „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტის განუყოფელი ნაწილი და სტრატეგიული პარტნიორი. მისი თქმით, სწორედ საქართველოში გადის სამხრეთ გაზის დერეფნის ერთერთი შემადგენელი ნაწილი სამხრეთ კავკასიური მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანის გაზსადენს საქართველოს გავლით თურქეთთან აკავშირებს. გიორგი ჩიქოვანი ასევე შეეხო „თეთრ ნაკადს“ და „ტრანს კასპიურ მილსადენს“ რომელთა განხორციელება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას მისცემს საშუალებას რუმინეთის გავლით მიიღოს ბუნებრივი გაზის გაზრდილი მოცულობები.

აღნიშნული ფორუმის მეორე სესია ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში ეკონომიკისა და ენერგეტიკის პერსპექტივებს დაეთმო. გიორგი ჩიქოვანმა ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკთან (KfW) ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია ენერგეტიკის სექტორში.

ქართულ - გერმანული სტრატეგიული ფორუმის მუშაობაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და სხვა ოფიციალური პირები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა