სასტუმრო „ქორთიად მარიოტში“, დღეს ფინანსთა მინისტრი ნიკოლოზ გაგუა და სკანდინავიური გარემოს
საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მმართველი დირექტორი მაგნუს რიშტედტი ხელს მოაწერენ სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს “საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება” დაფინანსების მიზნით.
ღონისძიებას, ასევე, დაესწრებიან ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი,შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტინა ქვიქი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მართველი დირექტორი ალისტერ კლარკი.
ღონისძიება 10:00 საათზე დაიწყება.

















