logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივნისში ინფლაციამ -0,6% შეადგინა
ივნისში ინფლაციამ -0,6% შეადგინა
11:06 03.07.2018
მიმდინარე წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,2 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები შემცირდა 2,6 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,79 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-14,6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-13,9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2,3 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (-0,8 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (0,9 პროცენტი);
ტრანსპორტი: ფასები გაზრდილია 0,8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0,1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1,5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2,1 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები მომატებულია 1,1 პროცენტით, რაც 0,08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (1,6 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4,6 პროცენტიანი ზრდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,63 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (8,3 პროცენტი). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-10,8 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 5,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი), ასევე ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (5,8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 5,1 პროცენტით, რაც 0,43 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (9,2 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3,4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,4 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები მომატებულია 4,9 პროცენტით, რაც 0,34 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (8,9 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები შემცირდა 7,7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,29 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-7,9 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-6,8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა