logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი: საქართველოს ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება ევრაზიის რეგიონში, როგორც ჰონგ-კონგს - აზიაში
ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი: საქართველოს ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება ევრაზიის რეგიონში, როგორც ჰონგ-კონგს - აზიაში
14:38 02.07.2018
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჰონკონგსა და საქართველოს შორის სასარგებლო, ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანია. ჩვენი ეკონომიკები ძალიან დაშორებულია ერთმანეთისგან - ჩვენ ვართ აზიის დიდი კონტინენტის კიდეში, ხოლო საქართველო ევრაზიის რეგიონია. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ხედვა და რწმენა, რომ თავისუფალი ვაჭრობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ჩვენი ეკონომიკების განვითარებას, არამედ დანარჩენ მსოფლიოსაც,“ - განაცხადა ჰონგ კონგის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული ერთეული) კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა ედვარდ იაო თენგ ვამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ედვარდ იაო თენგ ვას განცხადებით, „ჰონგ-კონგში ადამიანებმა შეიძლება ბევრი რამ არ იცოდნენ საქართველოს შესახებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ხელს შეუწყობს პროცესს, რომ ჰონგ-კონგი ევრაზიის გულში მნიშვნელოვნად იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება ევრაზიის რეგიონში, როგორც ჰონგ-კონგს - აზიაში.“

„სულ ახლახანს გადავხედე Heritage Foundation-ის ინდექსს. ამ შეფასებით ჰონგკონგი უკვე 24 წელია პირველ ადგილზეა, ხოლო საქართველო ამ რეიტინგში მე-16 პოზიციაზე 180 ქვეყანას შორის. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ბოლო ათეული წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია,“ - განაცხადა ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა. მან ძალიან მაღალი შეფასება მისცა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, რომელიც რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა.

„ვიმედოვნებთ, რომ იგი იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი იმ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისთვის, რომლებსაც მომავალში გავაფორმებთ. ამგვარი ხელშეკრულებები უაღრესად მნიშვნელოვანია გლობალური სავაჭრო სისტემის პირობებში, სადაც პოტენციალი ულევია. შეთანხმების მაღალი სტანდარტი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჩვენ გვჯერა ამ სავაჭრო პოტენციალის. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ ჯერ ევრაზიის, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერით იწყება ჩვენი ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი, რომელიც ორივე ეკონომიკას დიდ სარგებელს მოუტანს,“ - განაცხადა ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა.

საქართველოსა და ჰონგ კონგს შორი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 28 ივნისს, ჰონგ კონგში „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ სამიტის ფარგლებში მოეწერა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა