გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს ღონისძიებას
დაესწრება, სადაც საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი (ITC) ოფიციალურად წარადგენს პროექტს „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზად ვაჭრობისთვის - EU4Business ინიციატივა“.
ღონისძიების მიზანია, ბიზნეს სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლები გაეცნონ აღნიშნული პროექტის ძირითად მიმართულებებსა და აქტივობებს, რომლებიც დაფუძნებულია ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის შედეგად გამოკვეთილ მნიშვნელოვან მიგნებებზე.
პრეზენტაცია 10:00 საათზე დაიწყება.

















