logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნიკოლოზ გაგუა: მთავრობის მიერ ინიცირებული სტრუქტურული რეფორმები ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას შეუწყობს ხელს
ნიკოლოზ გაგუა: მთავრობის მიერ ინიცირებული სტრუქტურული რეფორმები ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას შეუწყობს ხელს
17:46 29.06.2018
ფინანსთა მინისტრის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო პოზიტიურად აფასებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და მიიჩნევს, რომ ფისკალური დეფიციტი ნორმის ფარგლებშია, გაზრდილია ეკონომიკური აქტივობა და გაძლიერებულია ქვეყნის საგარეო პოზიცია.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული მთავრობის გადაწყვეტილებები ისეთი სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რომლებიც მიზნად ისახავს საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება/გაუმჯობესებას და ბიზნესგარემოს შემდგომ განვითარებას, ექსპორტის დივერსიფიკაციის, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის გზით.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე, მიუთითებს იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ჯერ კიდევ არის ქვეყნის ეკონომიკაში და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული და ინიცირებული რეფორმები სრულად პასუხობს ამ გამოწვევებს. ფონდის აზრით, 2017 და 2018 წლებში, ჩვენ მიერ მიმდინარე ხარჯების შემცირების და არაპირდაპირი გადასახადებით პირდაპირი გადასახადების ჩანაცვლების შედეგად, შესაძლებელი გახდა სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა, გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და დაჩქარდა ეკონომიკური ზრდა,“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მისივე განცხადებით, სტრუქტურული რეფორმების პაკეტში აქცენტი კეთდება განათლების, ინფრასტრუქტურისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის საჭირო სტრუქტურულ რეფორმებზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ ანგარიშში ხაზს უსვამს აღნიშნული ტიპის რეფორმების საჭიროებას. სავალუტო ფონდის შეფასებით, ქვეყანაში ინიცირებული სტრუქტურული რეფორმების პაკეტის განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, საწყის ეტაპზე, დაახლოებით, 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო შემდგომში, 5 პროცენტით. აღნიშნული ზრდა მოხდება ინვესტიციებისა და მწარმოებლურობის ზრდის ხარჯზე, რაც არის ძალიან პოზიტიური სიგნალი კერძო სექტორისათვის,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა