logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კოვზანაძე: სავალუტო ფონდი საქართველოში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებასა და ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას მხარს უჭერს
ირაკლი კოვზანაძე: სავალუტო ფონდი საქართველოში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებასა და ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას მხარს უჭერს
17:15 29.06.2018
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ქვეყანასი ეკონომიკური ზრდა განპირობებულია არაერთი ფაქტორით, მათ შორის, ტურიზმის გააქტიურებით, ესპორტის ზრდით...

„7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა არაერთი ფაქტორით არის განპირობებული. მათ შორის, აღსანიშნავია ტურიზმის გააქტიურება. საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ იანვარ- მაისში 2,8 მილიონს გადააჭარბა. ასევე, მაისში წინა წელთან შედარებით, ექსპორტის მასშტაბური - 50%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, 2018 წლის პირველი ხუთი თვის მშპ-ის საშუალო ზრდა 6,1 % იყო, რაც საპროგნოზო მაჩვენებელს აღემატება.

„როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტს ვგეგმავდით, მე მაშინაც ვთქვი, რომ ეკონომიკა წელს 5%-ზე უფრო მეტად გაიზრდება. ეს პროგნოზი სავალუტო ფონდის განცხადებითაც დადასტურდა” - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში სსფ-სთან შეთანხმებული სამწლიანი ეკონომიკური რეფორმების პროგრამა ხორციელდება. ორი დღის წინ პროგრამის მიმდინარეობა სავალუტო ფონდმა დადებითად შეაფასა და საქართველოს 42 მილიონზე მეტი დოლარი გამოუყო.

„ამ ტრანშით შეივსება ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები, მათი დონე მიუახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ქართული ლარის კურსს დამატებით სტაბილურობას მოუტანს. გარდა ამისა, სსფ-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას. ვფიქრობ, ეს რეფორმები უნდა განხორციელდეს ჯანდაცვის, განათლების, საფინანსო და სხვა სექტორებში.

რაც შეეხება მთავრობის ინიციატივას კომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ, ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც გამოიწვევს საგადასახადო აგენტების ეკონომიკურ გააქტიურებასა და ამით დამატებით შემოსავლების მობილიზებას ბიუჯეტში -მისასალმებელია. ამ საკითხზე დამატებით ინფორმაციას პარლამენტში უახლოეს პერიოდში ველოდებით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა