logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ჩერქეზიშვილი: მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე დადებითად აისახება
გიორგი ჩერქეზიშვილი: მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე დადებითად აისახება
15:45 29.06.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, რასაც თავის მხრივ პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე.
ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას შეეხებოდა.

გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ექსპორტის დივერსიფიკაციის, ინოვაციების და კვლევა-განვითარების კომერციალიზაციის წახალისების მიმართულებით. მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონის ზრდას.


მინისტრის ინფორმაციით, 2018 წლის მაისში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4 689 ერთეულს გაუტოლდა.


გიორგი ჩერქეზიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის საქართველოს ეკონომიკის შეფასებაზე „შეთანხმების მეოთხე მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების“ ფარგლებში და ასევე საქართველოში ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვაზე.
მიმოხილვაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქცენტს აკეთებს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებსა და გაუმჯობესებაზე. ამ შეფასებით ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება იმის საფუძველია, რომ გარტარდეს ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიცაა განათლების, ინფრასტრუქტურული მოწყობის და სხვა რეფორმები, რომლებიც სწრაფ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, ასევე საგარეო შოკებისადმი მდგრადობას უზრუნველყოფს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება არის პოზიტიური, მისიის პირველ შეფასებასთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და 4.8 პროცენტს შეადგენს. ამასთან, სტრუქტურული რეფორმების შედეგად საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია საშუალოდ უფრო მაღალი 5.2 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. მისი თქმით, სავალუტო ფონდის დასკვნები და შეფასებები ნათლად მიანიშნებს სხვადასხვა მიმართულებით ხელისუფლების მიერ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებსა და აღნიშნული რეფორმების პოზიტიურ შედეგებზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა