logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ჩერქეზიშვილი: ისეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომლის მაჩვენებლებიც „საქსტატმა“ გამოაქვეყნა, 2014 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა
გიორგი ჩერქეზიშვილი: ისეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომლის მაჩვენებლებიც „საქსტატმა“ გამოაქვეყნა, 2014 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა
15:37 29.06.2018
„ზოგადად, მაისის თვეში ეკონომიკური აქტივობა იზრდება, თუმცა, ისეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომლის მაჩვენებლებიც „საქსტატმა“ დღეს გამოაქვეყნა, როგორცყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში 2014 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, 2018 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შთამბეჭდავად მაღალი ეკონომიკური ზრდადაფიქსირდა და 7.5 პროცენტი შეადგინა. პირველი კვარტლის საშუალო ზრდა 5.3, ხოლო იანვარ-მაისის საშუალო ზრდა 6.1 პროცენტია.
„2018 წლის მაისში დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდას, პირველ რიგში, ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა, სადაც ექსპორტის 50.2 პროცენტიანიზრდა გვაქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ინიციატივები, რომლებიც განხორციელდა დღგ-სთან მიმართებაში და ამან დამატებითი ბიძგი მისცა ზრდის ტემპის დაჩქარებას. ასევე აღსანიშნავია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც 19.9 პროცენტით (40.7 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 245.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“ - აღნიშნაგიორგი ჩერქეზიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: ტრანსპორტი; დამამუშავებელი მრეწველობა; ვაჭრობა; საფინანსო შუამავლობა; სასტუმროები და რესტორნები. გარდა ამისა, 2018 წლის მაისში დაფიქსირებულ ეკონომიკურიზრდას მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა. 2018 წლის მაისში საქონლის ექსპორტის 50.2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და323.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის 25.2 პროცენტით გაიზარდა და 803.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა მომსახურების ექსპორტის ზრდამ. გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. მაისში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 19.9 პროცენტით (40.7 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 245.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა