საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე
საქართველოში“ წარმომადგენლები ქალაქ ბათუმში, ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებს შეხვდებიან.
ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობას, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს. ადგილობრივი მეწარმეები ამომწურავ მიიღებენ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების შესახებ.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენლებს პრეზენტაციას მათი უწყებების საქმიანობის შესახებ წარუდგენენ.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული ტიპის შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიეწოდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.

















