მულტიფუნქციურ სივრცეში “ტერმინალი”, Startup Grind თბილისის ფარგლებში დღეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ცნობილ Angel ინვესტორთან ზაქ კოელისთან შეხვედრა გაიმართება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზაკ კოელისმა თავად გამოთქვა სურვილი ჩამოსულიყო თბილისში და მეტი გაეგო ჩვენს ქვეყანაში არსებულ სტარტაპ ეკოსისტემაზე. მისი დაინტერესება საქართველოთი კი Startup Grind-ის გლობალურ ღონისძიებაზე „სილიკონ ველიში“ ქართველებთან შეხვედრამ გამოიწვია.
„ის სილიკონ ველიში როკ-ვარსკვლავივითაა“ - აღნიშნავს კოლინ დონოჰუე, თბილისის ლოკალური Startup Grind-ის თანადირექტორი.
„მან უხელმძღვანელა ენჯელ ინვესტიციის რაუნდს რეისების ავტომატიზაციისათვის, რომელიც 2015 წლის სექტემბერში დაიხურა. შემდეგი წლის მარტში კი 1 მილიარდ დოლარად გაიყიდა. ამ მოცულობის თანხით გასვლა პროექტიდან, რომელსაც მხოლოდ 18 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჰქონდა, სილიკონ ველისთვისაც კი გასაოცარია“ - განაცხადა დონოჰუემ.
შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

















