logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საპარტნიორო ფონდი „ბორჯომი-ლიკანი ინტერნეიშენალის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე გახდა
საპარტნიორო ფონდი „ბორჯომი-ლიკანი ინტერნეიშენალის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე გახდა
15:38 21.06.2018
საპარტნიორო ფონდი სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ 100% აქციების მფლობელი გახდა. კომერციული შეთანხმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი „საპარტნიორო ფონდსა“ და შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „ყაზმუნაიგაზ-სერვისს“ შორის სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გაფორმდა.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, „საპარტნიორო ფონდს“ საკუთრებაში ყაზახური კომპანია „ყაზმუნაიგაზ-სერვისის“ მიერ დაფუძნებული შპს „კმგ-სერვის საქართველოს“ 100%-იანი წილი გადმოეცა. შპს „კმგ-სერვის საქართველო“ და „საპარტნიორო ფონდი“ „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ აქციების 50-50%-ს ფლობდნენ.

„სასიხარულოა, რომ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ აქციების 100%-ი ქართული მხარის მფლობელობაში გადმოვიდა. ეს არის წარმტებული კომერციული კონტრაქტი. პრინციპული შეთანხმება სასტუმროს აქციების შესყიდვის შესახებ ასტანაში ქართული მხარის ოფიციალური ვიზიტის დროს გავაფორმეთ. დღეს კი ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების ფორმალურ დეტალებს ითვალისწინებს. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორ ყაზახურ მხარეს გაწეული სამუშაოებისთვის, რომლებმაც გამაჯანსაღებელ კომპლექსს ფართო ტურისტული დატვირთვა შესძინა. ჩვენ ყაზახურ მხარესთან თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით ვაგრძელებთ. რაც შეეხება სასტუმროს, მას შემდეგ, რაც შევწყვიტეთ თანამშრომლობა კომპანია „RIXOS“-სთან, აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მსოფლიოში ცნობილ უმსხბილეს ოპერატორებთან. დღესდღეობით კი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ ბრენდის ქვეშ ოპერირებს. მალე „საპარტნიორო ფონდი“ ლიკანში მდებარე რომანოვების სასახლისა და პარკის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირების გეგმასაც წარადგენს, რომლის განხორციელების შედეგად სასტუმრო კომპლექსი საქართველოში ერთერთი მთავარი ტურისტულ ცენტრი იქნება“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებლემა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

„ყაზმუნაიგაზ-სერვისს“ ლიკანის ტერიტორიის ნაწილი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის პირობით 2006 წელს გადაეცა. ყაზახური კომპანიის მხრიდან გაჩერებული საინვესტიციო პროექტი „საპარტნიორო ფონდის“ ჩართულობის შემდეგ გაცოცხლდა. „საპარტნიორო ფონდმა“ და ყაზახურმა კომპანია „კაზმუნაიგაზ-სერვისმა“ 2012-2014 წლებში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს, რომელთა თანახმად, ლიკანში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობისთვის დაფინანსება გამოიყო. „საპარტნიორო ფონდმა“ პარტნიორი კომპანიის 50%-იანი წილი კი დღეს „ყაზმუნაიგაზ-სერვისის“ მიერ სასტუმროს მშენებლობაში ინვესტირებულ თანხასთან შედარებით იაფად შეისყიდა.

„საპარტნიორო ფონდსა“ და „კაზმუნაიგაზ-სერვისს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ფონდის საკუთრებაში სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ გარდა ქობულეთში, 70073 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადმოდის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა