საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წამახალისებელი აქცია - „გადაიხადე მხოლოდ 50%“ დაიწყო, რომლის
ფარგლებში, რეგიონებში 2010 წლიდან დღემდე დავალიანების მქონე ყველა აბონენტს, გადასახადი გაუნახევრდება.
კომპანიის დირექტორის ირაკლი კვაშილავას განცხადებით, აქცია მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მთელ საქართველოს მოიცავს.
„კომპანიის მიმართ არსებული დავალიანება ჯამში, დაახლოებით 5 მლნ ლარია. ეს აქცია მოსახლეობას, გადასახადის ოდენობის შემცირების საშუალებას მისცემს“ - განაცხადა კვაშილავამ.
აქციის ფარგლებში, აბონენტებმა რეგიონებში არსებულ სერვისცენტრებს უნდა მიმართონ და მათზე რიცხული დავალიანება დააზუსტონ. შემდეგ დაზუსტებული დავალიანების აქტს კომპანიის წყალმომარაგების აგენტი აბონენტს სახლში მიუტანს, ხოლო დავალიანების 50%-ს ავტომატურად ჩამოაჭრის.

















