საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს „ბუნებრივი რესურსების სააგენტო“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების
ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონს აცხადებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ლიცენზია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიაში ანდეზიტო-დაციტის საღორღე ნედლეულის გამოვლინებაზე გაიცემა.
აუქციონზე ლიცენზიის საწყისი ფასი 10 ათასი ლარი, ხოლო მისი მოქმედების ვადა 10 წელია.
ლიცენზიის მიღების მსურველი ვალდებულია, წინასწარ გადაიხადოს სალიცენზიო მოსაკრებელი 200 ლარის ოდენობით და მისი გადახდის დამადასტურებელი საბუთი აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციას დაურთოს.
მონაწილეობაზე განცხადებები 18 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით მიიღება. უქციონი 2012 წლის 20 აგვისტოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შენობაში გაიმართება.

















