logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჩინეთი საქართველოში ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს
ჩინეთი საქართველოში ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს
17:46 08.06.2018
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის, ჰუნანის პროვინციის ვაჭრობის დეპარტამენტის, უნივერსიტეტებისა და სხვა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაცების წარმომადგენლები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით, საქართველოში მომავალი პარტნიორობისა და განსახორციელებელი ინვესტიციების გეგმის წარსადგენად, ეწვივნენ. ოფიციალურ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და უწყების სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.
„ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება. საქართველოს მზარდი ექსპორტ-იმპორტი აქვს აგროსფეროში, ძირითადად ღვინის და სპირტიანი სასმელების მიმართულებით. ჩინეთში ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს ღვინის ექსპორტის გაზრდის და ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.
საქართველოს და ჩინეთის მხარეებმა მეცხოველეობის დარგში თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა საქართველოში მეღორეობის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების სურვილი გამოთქვა. კომპანია პროვინციაში ღორის ხორცის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორია. მხარეებმა სოფლის მეურნეობის სფეროში ქართველი ფერმერების ჩინეთში გადამზადების საკითხებზეც იმსჯელს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ჩინეთის ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური ააშენა, რომელიც სამეცნიერო დანიშნულებისაა. ამავე პროექტის ფარგლებში გადამზადების კურსი საქართველოსა და ჩინეთში 500-მდე ქართველმა ფერმერმა და დაინტერესებულმა პირმა გაიარა. პროექტის ღირებულება 20 მილიონ იუანს (3 მილიონი ამერიკული დოლარი) შეადგენდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა