„პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებები შევიდა.
როგორც „ნიუსპრესს“
„პროკრედიტ ბანკიდან“ აცნობეს, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მაია მერედოვას ბანკის დირექტორი საშა ტერნესი შეცვლის.
ცვლილებების თანახმად, დირექტორად ქეთევან ხუსკივაძე, ხოლო მესამე დირექტორად ქეთევან ბურდული დაინიშნა.
გარდა ამისა, ბანკის ექვსივე სამმართველოს უფროსი გაფართოებული მენეჯმენტის გუნდში შევიდა, რომელიც დირექტორების ჩათვლით 9 წევრისგან შედგება.
„ხუთ წელიწადზე მეტია რაც „პროკრედიტ ბანკი - საქართველოს“ მენეჯმენტის წევრი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეფექტურად წავუძღვე ბანკს მიზნებისა და მისიების განსახორციელებლად, რათა ვუზრუნველვყოთ საიმედო და სოციალურად პასუხისმგებლიანი საბანკო მომსახურება ჩვენი აქციონერის მოლოდინის სრულ შესაბამისობაში“- განაცხადა საშა ტერნესმა.
„პროკრედიტ ბანკში“ აცხადებენ, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში მენეჯმენტის გუნდი კონცენტრირებული იქნება რამდენიმე მსხვილი პროექტის სისრულეში მოყვანაზე. კერძოდ, ახალმა გუნდმა უნდა დაასრულოს ახალი სათავო ოფისის მშენებლობა, გაარემონტოს არსებული ფილიალები, გახსნას ახალი ფილიალები და სერვის ცენტრები თბილისსა და რეგიონებში, კლიენტთა მომსახურების ეფექტურობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დანერგოს ახალი პროდუქტები - „ენერგო ეფექტურობის სესხი“ და ახალი „შემნახველი ანგარიში“.

















