სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომის“ ბრენდი „ბალი“ ხვალ 7 წლის ხდება.
როგორც „ნიუსპრესს“ „მაგთიკომიდან“ აცნობეს, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მთაწმინდის პარკში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
კერძოდ, მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე განთავსებულ ატრაქციონებზე მთელი დღის განმავლობაში 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, ხოლო 17:00 საათიდან DJ ფესტივალი, ბრეიქდანსერების შოუ და სხვა ღონისძიებები დაიწყება.
კომპანიის ინფორმაციით, „ბალი“ 7 წლის განმავლობაში მომხმარებელს სხვადასხვა სერვისებსა და აქციებს, ხოლო „მაგთიკომი“ მომხმარებელს 15 წლის განმავლობაში, მობილურ და ფიქსირებულ სატელეფონო კავშირსა და მონაცემთა მიღება-გადაცემას საქართველოს ყველა რეგიონში სთავაზობს.

















