კომპანია „ბილაინი“ 15 ივლისს გამართული გათამაშების გამარჯვებულ აბონენტებს დღეს დააჯილდოებს.
„ბილაინის“ გათამაშების 3 გამარჯვებული ხმელთაშუა ზღვის კრუიზის და 5 000 აშშ დოლარის მფლობელი, ხოლო მეგა გათამაშების 2 გამარჯვებული - უახლესი მოდელის BMW -მეხუთე სერიის მფლობელი გახდა.
გათამაშებაში მონაწილეობის მიღება როგორც „ბილაინის“ უკვე არსებულ, ასევე, პორტირებულ აბონენტებს უფასოდ შეეძლოთ.
გათამაშებაში ჩაერთო ყველა ის აბონენტი, რომლიც მაისიდან ივლისის ჩათვლით ნომრის * 500 # -ის მეშვეობით დარეგისტრირდა.
აბონენტები ბალანსის სამი ლარით შევსების შემთხვევაში, ერთ ბილეთს იღებდნენ, ხოლო „ბილაინში“ ქსელის პორტირების შემთხვევაში -დამატებით ხუთ ბილეთს.
პრიზები გათამაშების გამარჯვებულებს „ბილაინის“ ცენტრალურ ოფისში გადაეცემათ.

















