2012 წლის „ბიზნეს-ქეისების“ კონკურსის გამარჯვებულებს დღეს დააჯილდოებენ.
პროექტი „ბიზნეს-ქეისები“ ინტელექტუალურ თამაშია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ინიციატივით უკვე მესამედ განხორციელდა.
პროექტი წელს „ბიზნეს-ქეისები 2012“-ში მონაწილეობა როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე, სხვა უმაღლესი სასწავლებლების 48 გუნდმა მიიღო. თითო გუნდი 5 სტუდენტისგან შედგებოდა. „ბიზნეს ქეისები 2012“ 3 ტურად, ხოლო პირველი ტური სამ ეტაპად გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრაზე გამჭვირვალეობის პრინციპის დაცვის მიზნით კენჭისყრა მოხდა და გუნდებს ნომრები მიენიჭა. ჯამური ქულების მიხედვით ნახევარფინალში 22, ხოლო ფინალში 14 გუნდი გადავიდა. გუნდებს აფასებდა ჟიური, რომლის სამი მუდმივი წევრის გარდა მეოთხე წევრი იცვლებოდა. თითოეულ ეტაპზე დალუქულ კონვერტში მოთავსებული სამი ქეისიდან სტუდენტები ორს ირჩევდნენ განიხილეს როგორც ქართული, ასევე, უცხოური ბიზნეს-ქეისების მაგალითები.
პროექტის გამარჯვებულებს დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსში დააჯილდოებენ.

















