logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი ქვეყნებისთვის საჰაერო ტრანსპორტის კუთხითაც მიმზიდველები გახდეს
პრემიერი: საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი ქვეყნებისთვის საჰაერო ტრანსპორტის კუთხითაც მიმზიდველები გახდეს
16:43 18.05.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი ქვეყნებისთვის მიმზიდველები გახდეს საჰაერო ტრანსპორტის კუთხითაც.
ამის შესახებ პრემიერმა საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის გახსნაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საავიაციო სფეროში განხორციელებული რეფორმები განსაკუთრებით პოზიტიურად ფასდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მხრიდან და ეს შეფასებები ყოველწლიურად უმჯობესდება.
„დღეს ჩვენ საქართველოს აერონავიგაციის 25 წლის იუბილეს „საქაერონავიგაციის“ საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი შენობის და სასწავლო ცენტრის გახსნით აღვნიშნავთ. მართლაც მეამაყება, რომ 2014 წელს, ეკონომიკის მინისტრის რანგში, მხვდა პატივი, საფუძველი ჩამეყარა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისთვის.
ეს გახლავთ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ობიექტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და მოთხოვნებს.
დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ფრენის უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად და საჰაერო ინდუსტრიის განსავითარებლად, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში ავიაციის, ტურიზმის და, ზოგადად, ეკონომიკის განვითარებას.
ქვეყნისთვის, რომელიც თავისი პოლიტიკით ყალიბდება, როგორც სატრანზიტო ჰაბი, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი ქვეყნებისთვის მიმზიდველები გავხდეთ საჰაერო ტრანსპორტის კუთხითაც. მოგეხსენებათ, ევროპის საჰაერო საზღვრები 2014 წლიდან უკვე საქართველოდან იწყება. ჩვენი ქვეყანა აზია - ევროპის საზღვარია ჰაერში, „საქაერონავიგაცია“ კი - ევროპის მესაზღვრე გახლავთ და სასიხარულოა, რომ ამ საპასუხისმგებლო მისიას ის მართლაც უმაღლესი სტანდარტებით ასრულებს.
გზა ევროპისკენ და ევროპის საავიაციო სივრცისკენ ჩვენთვის მუდმივ განვითარებაზე გადის. „საქაერონავიგაციას“ აქვს პოტენციალი, რომ ავიაკომპანიებს მაღალი სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო, ეფექტური მომსახურება გაუწიოს, შესაბამისად, გახდეს უფრო მეტი ავიაკომპანიის პარტნიორი უსაფრთხო ცით, გამართული ინფრასტრუქტურით და მაღალკვალიფიციური კადრებით.
უმნიშვნელოვანესია, რომ საავიაციო სფეროში განხორციელებული რეფორმები განსაკუთრებით პოზიტიურად ფასდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მხრიდან და ეს შეფასებები ყოველწლიურად უმჯობესდება. მე მინდა შეგახსენოთ „იკაოს“ წლევანდელი აუდიტის შედეგები, სადაც ყველა მიმართულებით უმაღლესი პროგრესი დაფიქსირდა. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საავიაციო სტანდარტები საქართველოში მაღალ დონეზეა დაცული. დღევანდელი დღე და ასეთი მასშტაბური პროექტის პრეზენტაციაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, უფრო მეტად განავითაროს საავიაციო ინდუსტრია ქვეყანაში, წარმატებული და შედეგიანია.
საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ხმელეთის მსგავსად, ჰაერითაც შეძლებს, აზია და ევროპა უმოკლესი მარშრუტების საშუალებით დააკავშიროს ერთმანეთთან. უმოკლესი საჰაერო გზები ავიაკომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, ფრენების მარშრუტის დადგენისას უმოკლესი მანძილი აირჩიონ, რაც ფრენის დროის შემცირებასთან ერთად, საოპერაციო ხარჯების და ეკოლოგიაზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებასაც გულისხმობს.
ჩვენ ყველანი ვამაყობთ, რომ საქართველო ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტული მიმართულებაა და ყველა ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში ტურისტების რეკორდულ ზრდას.
იცით, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება უცხოური ავიაკომპანიების დაინტერესება საქართველოს საჰაერო სივრცით. გასულ წელს “საქაერონავიგაცია” 15%-ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა, ევროკონტროლის პროგნოზით კი, ეს ტენდენცია ყოველწლიურად დამატებით 7%-ით გაიზრდება.
მარტო ამ თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ხუთი ახალი პირდაპირი მიმართულება დაემატა. ესენია: რომი, პარიზი, პრაღა, ბარსელონა, ათენი.
2017 წელს საქართველოს აეროპორტებში გვქონდა მგზავრთა 43%-იანი ზრდა, ხოლო 2018 წლის ოთხი თვის მონაცემებით, უკვე 34%-იანი ზრდა გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს საქართველოს აეროპორტები მგზავრთა რეკორდულ მაჩვენებელს ელოდება.
მოხარული ვარ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვას მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს „საქაერონავიგაციის“ მიერ ოპტიმალურად დაგეგმილი მარშრუტები, უახლესი სანავიგაციო ტექნოლოგიებით და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტები და ევროპული დონის სერვისი, რომელსაც ის ავიაკომპანიებს სთავაზობს.
მადლობა მინდა გადავუხადო “საქაერონავიგაციის” ხელმძღვანელობას, კონკრეტულად ბატონ გოჩა მეზვრიშვილს, მის გუნდს, კომპანია „ინდრას“ გენერალურ დირექტორს ბატონ გონზალო გავინს, კომპანია „სიტის,“ სამშენებლო კომპანია “დაგის”, რომელმაც ეს შესანიშნავი შენობა ააშენა, „საქაერონავიგაციისა“ და „ინდრას“ თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც უდიდესი შრომა გასწიეს, რათა საქართველოს ჰქონოდა უმაღლესი სტანდარტების საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრი და რა თქმა უნდა, ის წარმატებები სამოქალაქო ავიაციის სფეროში, რომლებზეც ვისაუბრე, არის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ანგარიშზე. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო სააგენტოს ხელმძღვანელს გურამ ჯალაღონიას და მის გუნდს.
დარწმუნებული ვარ, ეს დღე თავისი მნიშვნელობით და მასშტაბით “საქაერონავიგაციის” განვითარების ისტორიაში ყოველთვის ძალიან საამაყო იქნება.
მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ კომპანიის 25 წლის იუბილე და მრავალი სხვა წარმატებული პროექტის განხორციელება გისურვოთ“- განაცხადა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა