logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ჩვენი მიდგომაა, რომ ფინანსურ სექტორში არ უნდა გვქონდეს ასიმეტრიული რეგულაცია
მამუკა ბახტაძე: ჩვენი მიდგომაა, რომ ფინანსურ სექტორში არ უნდა გვქონდეს ასიმეტრიული რეგულაცია
15:31 18.05.2018
ჩვენი მიდგომაა ფინანსურ სექტორში არ უნდა გვქონდეს ასიმეტრიული რეგულაცია, რომელიც იძლევა გარკვეული სპეკულაციის საშუალებებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ეროვნულ ბანკში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი, ისევე როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ სექტორში უკვე ამოქმედებული და დაგეგმილი ღონისძიებები, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში, ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას.

„მომდევნო კვირას, სავარაუდოდ 25 მაისს, გაიმართება მთავრობის სხდომა, სადაც ფინანსთა სამინისტრო ოფიციალურად წარადგენს ლომბარდებთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივას. მინდა შეგახსენოთ ჩვენი მიდგომა - ფინანსურ სექტორში არ უნდა გვქონდეს ასიმეტრიული რეგულაცია, რომელიც იძლევა გარკვეული სპეკულაციის საშუალებებს. ფინანსურ სექტორში ყველა მოთამაშეზე, განურჩევლად იმისა, იურიდიული პირია თუ ფიზიკური, უნდა ვრცელდებოდეს ერთიანი რეგულაცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, აღნიშნა ინიციატივა შეეხება ზედა ზღვარის დაწესებას ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებზე, ასევე ჯარიმებზე. ამასთან, მისი თქმით, დაწესდება შეზღუდვები ლომბარდების მიერ სესხის გასაცემად მისაღებ ქონებასთან დაკავშირებით.

„ეს შეეხება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ჭერის დაწესებას. რეგულაციას, რომ ასეთივე ჭერი დავაწესოთ ჯარიმებზე, რომ ჯარიმები კრედიტორმა უნდა დათვალოს გადასახდელი თანხიდან და არა თავდაპირველად გაცემული თანხიდან, როგორც იყო მსგავსი შემთხვევები, მიუხედავად არსებული რეგულაციებისა. ამასთან, ჩვენ გვექნება შეზღუდვები ე.წ. ლომბარდულ სესხებთან დაკავშირებით რეგისტრირებულ ქონებებზე, რომელიც ძირითადად, ავტომობილები და უძრავი ქონებაა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა