logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ათენი-ქუთაისის პირველი ბაზირებული რეისი შესრულდა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ათენი-ქუთაისის პირველი ბაზირებული რეისი შესრულდა
14:31 17.05.2018
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ ქუთაისი-ათენი-ქუთაისის პირველი ბაზირებული რეისი შესრულდა. ავიარეისი Wizz air-ის მეორე ბაზირებული, A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდით განხორციელდა. პირველი რეისის მგზავრებს ქართული ღვინო, ბორჯომი, სარაჯიშვილის კონიაკი და ტკბილეული დაურიგდათ.
დღეიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება Wizz air-ის მეორე ბაზირებულმა თანამედროვე საჰაერო ხომალდმა დაიწყო, რომელიც რეგულარულ ფრენებს ესპანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, იტალიის და საბერძნეთის მიმართულებით შეასრულებს. Wizz air ასევე, ქუთაისიდან ბერლინისა და დორტმუნდის მიმართულებით სიხშირეებს ზრდის.
ამასთან დაკავშირებით დღეს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილია ღონისძიება, რომელზეც სიტყვით პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე და უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz air-ის მარკეტინგის დირქტორი იოჰან ეიდჰაგენი გამოვლენ. სიტყვის დასრულების შემდეგ, პარიზიდან ქუთაისის მიმართულებით განორციელებულ პირველ რეისის საზეიმო დახვედრა გაიმართება.
უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 6 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის მანძილზე ავიაკომპანიამ საქართველოში 202 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა და 250 ზე მეტი არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შექმნა.
2018 წლის მარტიდან, Wizz air-მა, ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულება რიგისა და ვროცლავის მიმართულებით დაიწყო. ზაფხულიდან კი პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუმინეთს შორის დაიწყება. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz air-ი 3 ივლისიდან ფრენებს ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით შეასრულებს, ხოლო 15 ნოემბრიდან პირდაპირი რეისები ავსტრიის მიმართულებით - ვენა-ქუთაისი შესრულდება. ახალი ბაზირებული რეისების ჩათვლით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში ევროპის 14 ქვეყნის 20 მიმართულებით შეასრულებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საქართველო უცხოელი ვიზიტორებისთვის სულ უფრო საინტერესო და მიმზიდველი მიმართულება ხდება. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა, რის შედეგადაც 7 ახალი ევროპული მიმართულება დაემატა. 2017 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვიზეარის მგზავრთნაკადმა– 223,656 შეადგინა, ხოლო 2018 წლის ოთხი თვის მონაცემებით ქუთაისის აეროპორტში ავიკომპანია Wizz air-ის რეისებით - 111,810 მგზავრმა ისარგებლა.
2018 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტში ჯამური მგზავრთნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14 % გაიზარდა. მგზავრთნაკადის ზრდის პარალელურად, დღის წესრიგში აეროპორტის გაფართოების საკითხი დადგა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საათში სამჯერ მეტი, 1000-1100 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.










FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა