ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს იმ მებაჟე ოფიცრებს შეხვდება, რომლებმაც ბოლო
პერიოდში საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები გამოავლინეს.
განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისათვის ფინანსთა მინისტრი მათ მადლობის სიგელებს გადასცემს.
ღონისძიება 10:00 საათზე დაიწყება.

















