logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ჩვენ მოგვწონს ყველაფერი ის, რაც ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ხარისხსა და მოქალაქეების უფლებების დაცვას ზრდის
მამუკა ბახტაძე: ჩვენ მოგვწონს ყველაფერი ის, რაც ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ხარისხსა და მოქალაქეების უფლებების დაცვას ზრდის
14:07 11.05.2018
ჩვენ მოგვწონს ყველაფერი ის, რაც ბაზარზე ზრდის კონკურენტუნარიანობის ხარისხს და რაც ზრდის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საბანკო სექტორის ახალ რეგულაციებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე საპასუხოდ.

როგორც მან აღნიშნა, მას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ რეგულაციები მნიშვნელოვნად შეამცირებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას.

"ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ონლაინ სესხები გაქრა, შეიძლება შემცირების ტენდენცია იყოს, მაგრამ ნამდვილად არ გამქრალან ბაზრიდან.ასევე, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ აღნიშნული რეგულაცია მიკროსაფინასო ორგანიზაციების საქმიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ვფიქრობ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში არის აუცილებელი. ისინი წარმოადგენენ გარკვეულ ხიდს მცირე ბიზნესის დაფინანსებისთვის, მაგრამ რაც შეეხება თამაშის წესებს, ის უნდა იყოს საერთო. მინა ყველას შეგახსენოთ, რომ სამწუხაროდ, ფინანსურ სექტორში გვქონდა ასიმეტრიული რეგულაცია, საბანკო სექტორს ჰქონდა განსხვავებული რეგულაცია, არასაბანკო სექტორს - სხვა, ონლაინ სესხების კომპანიებს - სხვა, განსხვავებული რეჟიმი, რამაც მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო ხელი ჭარბვალიანობის პრობლემის წარმოქმნას. ვინც არის კონკურენტუნარიანი, ვისაც შეუძლია ბაზარს მიაწოდოს კონკურენტუნარიანი ფინანსური პროდუქტი, გარწმუნებთ, რომ ყველა ეს ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი ბაზარზე, ხოლო ვინც დაკავებულია სპეკულაციური საქმიანობით, რა თქმა უნდა მას მუშაობის სპექტრი შეეზღუდება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

დღეს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ორგანიზებული კონფერენციაზე "ბარიერების მოხსნა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის საქართველოში."

კონფერენციას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი.

მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანია, მოწვეული უცხოელი ექსპერტების, საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის, ფინანსისტების, მცირე და საშუალო ბიზნესის, კომერციული ბანკების წარმომადგენელთა ჩართულობით, შედგეს ღია დისკუსია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების და აღნიშნული სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კონკრეტულ მექანიზმებზე, მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებულ წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა