logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე:საბანკო გარანტიის სქემა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომას გააიაფებს
მამუკა ბახტაძე:საბანკო გარანტიის სქემა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომას გააიაფებს
13:18 11.05.2018
საბანკო გარანტიის სქემა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომას მნიშვნელოვნად გააიაფებს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ამ მიმართულებით შესაძლებელია სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. "აღნიშნული საბანკო გარანტიის სქემა მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას გაუიაფებს, რადგან კომერციულ ბანკებს რისკს უზღვევს, როდესაც ისინი მცირე და საშუალო ბიზნესს აფინანსებენ. ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. თქვენ იცით, რომ ევროკომისიამ დაადასტურა მზადყოფნა, რომ აღნიშნული მექანიზმი გამოიყენოს საქართველოში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა განაცხადა, რომ მზად არიან საქართველოში დაიწყონ აღნიშნული სქემის იმპლემენტაცია და ვფიქრობ, ეს იქნება მართლაც ახალი ფურცელი ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, 14-16 მაისს, საქართველოში პირველად იმართება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს შეხვედრა, რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო ბანკის, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტის მხრიდან საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა დაანონსებული და განხორციელებული რეფორმების მიმართ.

დღეს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ორგანიზებული კონფერენციაზე "ბარიერების მოხსნა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის საქართველოში."

კონფერენციას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი.

"მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისთვის, სადაც საუბარი შედგება მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაზე და იმ ბარიერებზე, რაც გავაქვს ჩვენ ეკონომიკაში, რათა კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ მცირე და საშუალო მეწარმეობა," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა