logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: სიღარიბის დამარცხების ერთადერთი წყარო არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება
მამუკა ბახტაძე: სიღარიბის დამარცხების ერთადერთი წყარო არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება
12:30 11.05.2018
სიღარიბის დამარცხების ერთადერთი წყარო არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ბარიერების მოხსნა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის საქართველოში“ , რომელზეც იგი სიტყვით გამოვიდა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა მედიასთან აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიზანია, ქვეყანაში მაქსიმალურად განვითარდეს მცირე და საშუალო მეწარმეობა და მიღწეულ იქნას ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება.

„დღეს ვისაუბრებთ, რა უნდა გაკეთდეს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ქვეყანაში. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია მდგომარეობს საქართველოში სიღარიბის დამარცხებაში, ხოლო დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სიღარიბის დამარცხების ერთადერთი წყარო არის მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და მას ალტერნატივა არ გააჩნია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა დაფინანსების სხვადასხვა წყაროების მნიშვნელობაზე.

„პირველ რიგში, ამ თვალსაზრისით, ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ხორციელდება და ამ მიმართულებით საქართველოს დიდ დახმარებას უწევს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ კომერციული ბანკების მეშვეობით, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების გაზრდა, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალი ტიპის დაფინანსების მექანიზმებზე. ვფიქრობთ, დაფინანსების წყარო უნდა იყოს რამდენიმე და ამის საშუალებით, ჩვენ ორჯერ და სამჯერ უნდა გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ისე, რომ საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, რაც ინკლუზიური ზრდის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა