logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჩვენ მიერ დაგეგმილ თუ უკვე განხორციელებულ რეფორმებს ძალიან დადებითად აფასებენ
პრემიერი: უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჩვენ მიერ დაგეგმილ თუ უკვე განხორციელებულ რეფორმებს ძალიან დადებითად აფასებენ
18:09 10.05.2018
„უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჩვენს მიერ დაგეგმილ თუ უკვე განხორციელებულ რეფორმებს ძალიან დადებითად აფასებენ, ეს კი უდავოდ არის იმის აღიარება, რომ მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ახალ-ახალი კომპონენტები ემატება, წარმატებით ხორციელდება და ქვეყნის სწრაფი განვითარების რეალურ და ხელშესახებ შედეგებზეა გათვლილი“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც ფინანსთა მინისტრის ვიზიტებს გამოეხმაურა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ შედგა მამუკა ბახტაძის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-ში, სადაც მინისტრი მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიურ შეხვედრებს დაესწრო. ასევე, დელეგაციამ, რომელშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც იმყოფებოდა, მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში.
„როგორც აზიის განვითარების ბანკი, ისე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აპირებენ საქართველოში პორტფელისა და კერძო სექტორის დაფინანსების გაზრდას. ასევე აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი, ზაფხულში რამდენიმე ფორმალური პროცედურის გავლის შემდეგ, დაამტკიცებს ახალ, გაზრდილ საკრედიტო პორტფელს საქართველოსთვის.
რამდენიმე დღეში კი, კერძოდ 14-16 მაისს, საქართველოში პირველად, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება. ეს უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ვიზიტების მნიშვნელოვანი შედეგები გაზრდილ ინვესტიციებში აისახება.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ქვეყნისადმი, მისი სამეწარმეო და მაკროეკონომიკური გარემოსადმი ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ნდობა, რაც კერძო სექტორის ჩართულობასა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე პოზიტიურ გავლენას ახდენს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა