logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ისრაელის ეკონომიკის მინისტრი: დღეს ჩვენ ისტორია შევქმენით, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება
ისრაელის ეკონომიკის მინისტრი: დღეს ჩვენ ისტორია შევქმენით, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება
15:32 10.05.2018
„დღეს ჩვენ ისტორიას დავუდეთ სათავე, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება და მიხარია, რომ დღეს აქ ვარ“, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრმა ელი კოენმა პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ელი კოენი საქართველოში პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით იმყოფება.

ისრაელის ეკონომიკის მინისტრის თქმით, მოხარულია, რომ წელს უკვე მეორედ ხვდება ქართველ კოლეგას.

„ჩვენი ბევრი კარგი ამბავი გვაქვს, თუმცა წინაც ბევრი სამუშაო გვაქვს. კარგი ამბავია, რომ 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 50 მილიონ დოლარს შეადგენს. მეც და ჩემმა ქართველმა კოლეგა დიმიტრი ქუმსიშვილმაც მიზნად დავისახეთ, რომ ეს მაჩვენებელი უაღრესად გავზარდოთ“, - განაცხადა ელი კოენმა.

ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და ისრაელს შორის მჭიდრო მეგობრობას, ორი ქვეყანის უძველეს ისტორიასა და მემკვიდრეობას.

„ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას, ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობის გაფართოებისთვის.

ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ გადავლახოთ ყველა ის დაბრკოლება, რაც არსებობს ქართველ და ისრაელელ ინვესტორებს შორის. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ისრაელი-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ შეთანხმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ელი კოენმა.

თავის მხრივ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ისრაელის ეკონომიკის მინისტრ კოენს ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით გაწეული უდიდესი ძალისხმევისთვის.

„მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უზრუნველყოფს ფართო შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს და განავითარებს მრეწველობის სხვადასხვა მიმართულებებს საქართველოსა და ისრაელში, ამასთან მნიშვნელოვნად გაზრდის და გააფართოებს ორივე ქვეყნის ექსპორტს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა