logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყებას მოვაწერეთ ხელი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყებას მოვაწერეთ ხელი
13:37 10.05.2018
„მოხარული ვარ, რომ დღეს შევძელით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის განხორციელება და ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ კვლევის დაწყებაზე“ - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისრაელის ეკონომიკის და ინდუსტრიის მინისტრთან ელი კოენთან ერთად ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე გაიმართა შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილსა და საქართველოს დელეგაციასთან, აგრეთვე ელი კოენმა მონაწილეობა მიიღო საქართველო - ისრაელის ბიზნეს შეხვედრაში, რომლის დროსაც, საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად, დამსწრე საზოგადოებისთვის მისალმება გააკეთა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ისრაელს ეკონომიკის მინისტრ კოენს უდიდესი ძალისხმევისთვის ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით.
„მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უზრუნველყოფს ფართო შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს და განავითარებს მრეწველობის სხვადასხვა მიმართულებებს საქართველოსა და ისრაელში, ამასთან მნიშვნელოვნად გაზრდის და გააფართოებს ორივე ქვეყნის ექსპორტს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, დღეს საქართველო მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. მისი თქმით, საქართველოში განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები, რაც კარგად აისახება საერთაშორისო რეიტინგებში. ბიზნესისა და საინვესტიციო მიმზიდველობის სიმარტივის მხრივ, საქართველო რეგიონში და გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. Doing Business 2018-ის მიხედვით საქართველო ათი საუკეთესო ქვეყნის სიაშია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გვაქვს რა გამორჩეული გეოპოლიტიკური მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე და ასევე, სტაბილური და მიმზიდველი ბიზნეს გარემო და საინვესტიციო კლიმატი, ჩვენი მიზანია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონული ეკონომიკის მშენებლობაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა