logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: EBRD-ის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ პროექტების შესახებ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენს ეკონომიკაში კიდევ უფრო გაიზარდოს ბანკის ინვესტიციები
მამუკა ბახტაძე: EBRD-ის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ პროექტების შესახებ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენს ეკონომიკაში კიდევ უფრო გაიზარდოს ბანკის ინვესტიციები
16:12 08.05.2018
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ პროექტების შესახებ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენს ეკონომიკაში კიდევ უფრო გაიზარდოს ბანკის ინვესტიციები- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ EBRD-ის პრეზიდენტთან, სერ სუმა ჩაკრაბარტისთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა იორდანიაში, ამანში შედგა, სადაც ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში (Annual Meetings) მონაწილეობს.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან საქართველოს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბანკს, დაახლოებით, 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს მოზიდული საქართველოში. გასული წელი იყო განსაკუთრებული, როდესაც EBRD-ის მხრიდან ისტორიული მაქსიმუმის ინვესტიცია განახორციელდა ჩვენს ქვეყანაში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პროექტების შესახებ, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აპირებს დააფინანსოს უახლოეს მომავალში. მინდა აღვნიშნო რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზედაც ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ. პირველი - ესაა ახალი კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ფაქტორინგის და ლიზინგის ბაზრის განვითარებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რათა ქართულმა ბიზნესმა მიიღოს წვდომა ახალი ტიპის დაფინანსებაზე, რომელიც მორგებული იქნება მათ მოთხოვნაზე და მეორე - ეს გახლავთ საჯარო-კერძო თანამშრომლობის სამართლებრივი ჩარჩო, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ძალიან აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელსაც ბანკი განახორციელებს მომავალ წელს. საუბარი ასევე შეეხო ახალი განვითარების სტრატეგიას, რომელიც ბანკმა 2019 წელს უნდა დაამტკიცოს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა