საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება არ იგეგმება. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ.
როგორც "ნიუსპრესს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, უწყება არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
ელექტროენერგიის ტარიფის მოსალოდნელი გაძვირების თაობაზე და აღნიშნავს, რომ "ინტერაო ეესთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაში მსგავსი დეტალი არ დევს.
2014 წლიდან ელექტროენერგიის ტარიფის დაახლოებით 6 თეთრით გაძვირების შესახებ გაზეთი "რეზონანსი" წერს.
გამოცემა იუწყება, რომ რუსულ "ინტერ რაო ეესს" შარშან საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით უფლება ეძლევა მის საკუთრებაში მყოფი "ხრამჰესების" მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფი 6 თეთრით გაზარდოს.

















