logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი ირანის ეკონომიკურ საქმეთა და ფინანსთა მინისტრს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი ირანის ეკონომიკურ საქმეთა და ფინანსთა მინისტრს შეხვდა
09:50 08.05.2018
ირანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ირანის ეკონომიკურ საქმეთა და ფინანსთა მინისტრს მასუდ კარბასიანს შეხვდა.


შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ირანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ. მისი თქმით, საქართველო არის ახალი განვითარებადი ბაზარი, რომელსაც მიზნად აქვს დასახული გლობალურ ეკონომიკაში საკუთარი თავის დამკვიდრება, საერთაშორისო ბაზარზე სრულფასოვანი ინტეგრაცია და დივერსიფიკაცია. მისივე თქმით, ხელსაყრელი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის უზრუნველყოფით, საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად ისწრაფვის, რომ ქვეყანა გარდაქმნას რეგიონალურ ჰაბად.



„ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველოს გააჩნია მიმზიდველი ბიზნეს გარემო და ფართო საინვესტიციო შესაძლებლობები. ამასთან, ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ სანდო სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორის სტატუსი და განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, საქართველოს აქვს მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთი, რაც ჯამში შეადგენს 16.4%. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა 2017 წლიდან ამოქმედებული მოგების გადასახადის ახალ მოდელზე, რომლის შედეგად საწარმოები მოგების გადასახადს გადაიხდიან მხოლოდ მიღებული მოგების განაწილების შემთხვევაში. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფრომაციით, მოგების გადასახადის რეფორმის განხორციელებამ ხელი შეუწყო ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ინვესტიციების ზრდას, ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე საგადასახადო აღრიცხვისა და ადმინისტრირების გამარტივებას.


„საქართველო მიესალმება ურთიერთობების გაღრმავებას ირანთან და გამოხატავს თანამშრომლობის მზადყოფნას ინვესტიციების მიმართულებებით, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტურიზმი და უძრავი ქონება, წარმოება და ბიზნესსერვისების „აუთსორსინგი’’ - აღნიშნა ქუმსიშვილმა.



შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ირანული ინვესტიციების ოდენობამ ჯამურად შეადგინა 26.98 მლნ. აშშ დოლარი. ირანული ინვესტიციით, სოფელ სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმიური კომპლექსი უნდა აშენდეს. ნედლი ნავთობის მიწოდება მოხდება ირანის ორი საბადოდან. პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა 1,5 მლრდ აშშ დოლარი და მან 800 ახალი სამუშაო ადგილი უნდა შექმნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტი კომპანიამ GEOPARS-მა უნდა განახორციელოს.


შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორმხრივი ვაჭრობის მზარდი დინამიკა. სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და ირანს შორის შეადგინა 181 მლნ. აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 38%-იანი ზრდაა, ხოლო ექსპორტმა შეადგინა 76 მლნ. აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 64 პროცენტით მეტია. ასევე აღინიშნა, რომ ზრდადი ტენდენციაა შენარჩუნებული 2018 წლის პირველ კვარტალშიც - სავაჭრო ბრუნვისა და ექსპორტის ზრდამ, შესაბამისად, 34 პროცენტი და 28 პროცენტი შეადგინა.


2017 წელს საქართველოდან ირანში ძირითად საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენს: ცხვრის ხორცი, ხე-ტყის მასალა, ფეროშენადნობები, სინთეზური მონოძაფები, შოკოლადის ნაწარმი, შემკვრელი ნივთიერებები, საბურავები, სამკურნალო საშუალებები და სხვა. 2017 წელს ირანის ბაზარზე ახალი საექსპორტო პოზიციებია: კენკროვანი ხილი, პროფილებად დახერხილი ხე-ტყე და დაუმუშავებელი ტყავი.


შეხვედრაზე მხარეებმა ცალსახად გაუსვეს ხაზი იმ გარემოებას, რომ სავაჭრო ბრუნვის ზრდის მიუხედავად, არსებული მონაცემები ორივე ქვეყნის პოტენციალს არ ასახავენ. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ირანის ბაზარზე ისეთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის განთავსება, როგორიცაა მინერალური წყლები, ხილ-ბოსტნეულის წვენები და კონსერვები, ჩაი, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, ასევე ტექსტილის ნაწარმი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა