ტექნოპარკში დღეს ევროპისა და ცენტრალური აზიის (ECA) რეგიონის 2018 წლის ეკონომიკური
ანგარიშის - „კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი“ პრეზენტაცია გაიმართება.
ანგარიშს მსოფლიო ბანკის ECA რეგიონის მთავარი ეკონომისტი ჰანს ტიმერი წარმოადგენს.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, მსოფლიო ბანკის ECA რეგიონის მთავარი ეკონომისტი ჰანს ტიმერი, ,,Golden Fleece“-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ გოგოხია, ასევე, თავისუფალი ეკონომიკური ზონის დირექტორი გიორგი ტაბიძე.
ღონისძიება 11:30 საათზე დაიწყება.

















