logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: აუცილებლად დასაწესებელია ჭერი ე.წ. ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე
მამუკა ბახტაძე: აუცილებლად დასაწესებელია ჭერი ე.წ. ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე
12:56 07.05.2018
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, აუცილებლად დასაწესებელია ჭერი ე.წ. ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე.
ამის შესახებ მან Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.


„მინდა განვმარტო, თუ რას ნიშნავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ხშირად იყო შემთხვევები და უნდა ვაღიაროთ, ამას ჰქონდა მასიური ხასიათი, რომ ადამიანებს, როდესაც ისინი იღებდნენ სესხს, კონტრაქტში უწერდნენ პროცენტს, თუმცა შემდეგ არსებობდა ისეთი ტიპის ხარჯები როგორიცაა: სხვადასხვა საკომისიოები, ჯარიმები, საურავები, რომელიც ამ პროცენტს აორმაგებდა, ასამმაგებდა და ხშირად აოთხმაგებდა კიდეც. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ჩვენ გადავიდეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის უფრო მეტი სამართლებრივი პრიორიტეტის მიცემაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ახალი, სამართლიანი წესების დანერგვას. ადამიანმა წინასწარ უნდა იცოდეს, მაქსიმუმ, რა ხარჯი შეიძლება ჰქონდეს პროცენტულ გამოხატულებაში. დიახ, აუცილებლად უნდა დაწესდეს ჭერი და აუცილებლად უნდა შემცირდეს ის 100%-იანი ზღვარი, რომელიც ამოქმედებულია მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან. მინდა შეგახსენოთ, რომ 1-ელ იანვრამდე საერთოდ არ იყო ეს რეგულაცია და ხშირ შემთხვევაში, 300-400 პროცენტზე ადიოდა ის საპროცენტო ხარჯი, რასაც ჩვენი მოქალაქეები იხდიდნენ. ვფიქრობ, და ესაა სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოსაზრებაც, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ეტაპზე გავანახევროთ ეს ჭერი და შემდეგ უკვე საბაზრო კონიუნქტურა გვიკარნახებს თუ რა დამატებითი ღონისძიებების გაკეთება შეგვიძლია ამ მიმართულებით,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.


მისი თქმით, მეორე ნაბიჯი იქნება ჭერის დაწესება არა მხოლოდ მთლიან ეფექტურ განაკვეთზე, არამედ ჭერის დაწესება ე.წ. განკარგვად შემოსავალზე. „საუბარია იმაზე, რომ ფინანსურ ინსტიტუტებსა და ბანკებს ვალდებულება ჰქონდეთ, ისეთი ტიპის სესხები გასცენ, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობის ჩარჩოებში ჯდება. ეს ნიშნავს, რომ სესხები იმ ოდენობით გაიცეს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ დააწვება. ჩვენს მოქალაქეებს თავიანთი განკარგვადი შემოსავლის 70-80% კრედიტის მომსახურებაში გადახდა არ უნდა უწევდეთ, ეს მიუღებელია”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა