logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მხარის  გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს  ეწვია
მხარის გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია
14:02 04.05.2018
მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე, მოადგილესთან გიორგი მიქელაძესთან ერთად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, სადაც პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ სტუმარს სასწავლო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა, სამეცნიერო-საგანმანათლებლო პოტენციალი და სამომავლო გეგმები გააცნო.
თავის მხრივ, გუბერნატორმა ახალციხესა და ახალქალაქში არსებული უნივერსიტეტების განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა იმას, რომ მხარის განვითარებაში მათ უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრიათ. აქცენტები გაკეთდა რეგიონის უმთავრესი პრიორიტეტების - ტურიზმისა და აგრარული მიმართულებით საუნივერსიტეტო პროგრამების გაძლიერებაზე და ამ მხრივ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. ისაუბრეს, ასევე რეგიონის არაქართულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაციის ხელშეწყობის, სახელმწიფო ენის სტრატეგიის სრულფასოვნად განხორციელებისა და მისი სწავლების მიზნით კვალიფიციური პედაგოგების მომზადებაში უნივერსიტეტის წვლილის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეები სამომავლოდ აქტიური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზეც შეთანხმდნენ. სამხარეო ადმინისტარციის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებმა სამუშაო პრაქტიკა გაიარონ, როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
"თქვენ ხართ ის თაობა, რომლებმაც მომავალში ჩვენი ქვეყანა უნდა ჩაიბაროთ და მართოთ. დღეს, საოცრად ნიჭიერი და კრეატიული ახალგაზრდობა გვყავს, უამრავი საინტერესო იდეით, ჩემი დიდი სურვილია ერთობლივად ძალიან ბევრი ღონისძიება და პროექტი განვახორციელოთ. მზად ვართ მივიღოთ თქვენგან საინტერესო იდეები და ინიციატივები, მოვაწყოთ ერთობლივი აქციები" - განაცხადა გუბერნატორმა უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სტუდენტებმა და პედაგოგებმა გუბერნატორს, უნივერსიტეტის წინაშე არსებული პრობლემატური საკითხებიც გააცნეს, ისაუბრეს მათი მოგვარების გზებსა და სამომავლო გეგმებზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა