logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: “სტარტაპ მეგობრულს“ უკვე შემოუერთდა 24 ქართული და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის, „ამაზონი“ და „Hubspots“
დიმიტრი ქუმსიშვილი: “სტარტაპ მეგობრულს“ უკვე შემოუერთდა 24 ქართული და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის, „ამაზონი“ და „Hubspots“
22:19 03.05.2018
„ჩვენი მთავრობის ინიციატივას „სტარტაპ მეგობრული“ უკვე შემოუერთდა 24 ქართული და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის, „ამაზონი“ და „Hubspots“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტის „სტარტაპ მეგობრულის“ პორტალის - Startupfriendly.gov.ge პრეზენტაციაზე.



„პროექტი 2017 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო. შინაარსით ეს არის პროექტი, როდესაც განვითარებული კომპანიები ხელს უწყობენ სტარტაპებს, ქმნიან ისეთ სერვისებს, ისეთ გარემოს, ისეთ პროდუქტებს, რომელიც მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის,“ - განაცხადა თავის მისასალმებელ სიტყვაში პირველმა ვიცე-პრემიერმა.



დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ონლაინ-პლატფორმაზე დაგისტრირდებიან „სტარტაპ მეგობრული“ კომპანიები, რომლებიც განათავსებენ ინფორმაციას მათი სერვისების შესახებ, მეორე მხრივ, ამავე პორტალზე განთავსდება ცნობები „სტარტაპების“ შესახებაც. შესაბამისად, ორივე მხარეს ერთ პორტალზე ექნებათ ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა.

“ზოგადად მსგავსი პლატფორმები, თანამშრომლობა სტარტაპებსა და განვითარებულ კომპანიებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ იმიტომ, რომ სტარტაპებს ეძლევათ უფრო სწრაფად განვითარების შესაძლებლობა და მეორე მხრივ, დიდი კომპანიები, ამ თანამშრომლობის შედეგად, შეძლებენ მეტი ახალი იდეა მიიღონ და მათი გენერირების კომერციალიზაცია მოახდინონ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.



პროექტის „სტარტაპ მეგობრულის“ პორტალის - Startupfriendly.gov.ge პრეზენტაციას როგორც სტარტაპების, ასევე „სტარტაპ მეგობრულის“ სტატუსის მქონე კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.



„სტარტაპ მეგობრული“ გულისხმობს ისეთი კომპანიების მოძიებას, რომელთაც შეუძლიათ სტარტაპებისთვის სპეციალური პროდუქტის შეთავაზება. კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის პროცესში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დამაკავშირებელ ორგანოდ გვევლინება.

კომპანია ხდება სტარტაპ მეგობრული იმ შეთხვევაში, თუ მას აქვს სპეციალური პროდუქტი/სერვისი/ფასდაკლება სტარტაპებისთვის, აფინანსებს ან თანამშრომლობს მათთან. თავის მხრივ, სტარტაპ მეგობრულ პროგრამაში ჩართვის შემდეგ სტარტაპები მიიღებენ წვდომას შეღავათიან პროდუქტებსა და სერვისებზე, გარდა ამისა მათ პოტენციური ინვესტორის მოძიების შესაძლებლობაც ეძლევათ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა