logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ბანკმა გააფართოოს თავისი პორტფელი საქართველოში
მამუკა ბახტაძე: აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ბანკმა გააფართოოს თავისი პორტფელი საქართველოში
10:52 03.05.2018
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ შეხვედრაზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ქ. მანილაში გაიმართა.

„აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. ADB არის ერთ-ერთი მსხვილი დონორი ორგანიზაცია ჩვენი ეკონომიკისთვის. ყოველწლიურად, დაახლოებით, 250 მლნ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება ბანკის მეშვეობით საქართველოს ინფრასტრუქტურაში. ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ აზიის განვითარების ბანკმა გააფართოოს თავისი პორტფელი საქართველოში, რათა შევძლოთ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება. მისასალმებელია ის გარემოება, რომ აზიის განვითარების ბანკი მონაწილეობს ჩვენს სხვა რეფორმებში, როგორიცაა: კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა, საპენსიო და განათლების რეფორმა. შემდეგი ორი დღის განმავლობაში, გვექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან და ვისაუბრებთ იმ რეფორმებზე, რომელიც უნდა გავატაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად,“ - განაცხადა ფინანთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში მიმდინარეობს პროექტები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. სახელმწიფო სექტორში, ძირითადად, ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები: გზების, ენერგეტიკის, წყლის/წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის მიმართულებით და სხვადასხვა მუნიციპალური პროექტები. ADB-ის მხრიდან ფინანსდება აგრეთვე მთავრობის რეფორმების მხარდამჭერი პროგრამები.

დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა შეადგენს, დაახლოებით, 2.4 მილიარდ აშშ დოლარს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა