logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: შარშან  ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდა გვქონდა
ირაკლი კობახიძე: შარშან ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდა გვქონდა
10:15 03.05.2018
„საქართველოს პრეზიდენტი, სამწუხაროდ, იმ სოციალურ ფონს, რომელიც არის სუსტი ეკონომიკიდან გამომდინარე ჩამოყალიბებული საქართველოში, იყენებსბოროტად, სპეკულირებისათვის, რაც ძალიან ცუდი მოვლენაა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის მოხსენებისას, მძიმე იყო სოციალური თემით სპეკულირების მოსმენა. ირაკლი კობახიძემ სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა.
მისი თქმით, გასულ წელს საქართველოს ჰქონდა ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონში და ყველაფერი კეთდება ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო დასაჩქარებლად. ასევე, მისივე განცხადებით, 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში დაახლოებით, 100 ათასით გაიზარდა მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა მაჩვენებელი და ეს მაჩვენებელი თვისებრივად იზრდება, ასევე, საქართველოში დაფიქსირებულია დასაბეგრი შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა.

„ძალიან მძიმე იყო ასევე სოციალური თემით სპეკულირების მოსმენა. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ თურმე მაცივარი ყოფილა საუკეთესო სტატისტიკა, საუბარი იყოარასათანადო შრომის პირობებზე. ეს საკითხი კოლეგებმა განმარტეს. შეუძლებელი ქვეყანაში, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი არ აღემატება 4 ათას დოლარს, იყოსუზრუნველყოფილი ღირსეული ცხოვრების პირობებით სამწუხაროდ, თითოეული მოქალაქე. ეს არის უბრალოდ შეუძლებელი, ეს არის მარტივი ეკონომიკურიაქსიომა, რაც უნდა იცოდეს, ბუნებრივია, ნებისმიერმა ეკონომიკაში ოდნავ ჩახედულმა ადამიანმა, ეს მით უმეტეს უნდა იცოდეს საქართველოს პრეზიდენტმა. ჩვენდაგვრჩა ძალიან მძიმე მემკვიდრეობა წინა ხელისუფლების მხრიდან, კიდევ უფრო დაბალი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი, 2012 წლისათვის საქართველოში, ანუ,ეკონომიკა იყო სუსტი.

თანდათანობით ეკონომიკა იზრდება შარშან ჩვენ გვქონდა 5 პროცენტიანი ზრდა, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონში და ევროპის მასშტაბით, ჩვენუფრო მეტი გვინდა რა თქმა უნდა, თუმცა, ესეც არის მაღალი მაჩვენებელი რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომკიდევ უფრო დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი.

აისახება თუ არა ეს მოსახლეობაზე, მაცივრის შედარება რომ მოვიყვანოთ, არის ასეთი სტატისტიკური მონაცემები: თბილისში მაგალითად, 2012 წლის შემდეგორნახევარჯერ არის გაზრდილი ავტომობილების რაოდენობა. ბუნებრივია ავტომობილების შეძენა შეუძლებელია, თუ ეკონომიკური ზრდა და შემოსავლების ზრდაარ გაქვს მოსახლეობაში. მარტივი შედარება და მაგალითი რომ მოვიყვანოთ.

ასევე დაახლოებით 100 ათასით გაიზარდა 2012 წლის შემდეგ მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა მაჩვენებელი საქართველოში. მაჩვენებელი არ არის ჯერ კიდევოპტიმალური, მაგრამ თვისებრივად იზრდება.

ადამიანები იხდიან 71%-ით მეტ საშემოსავლო გადასახადს, ვიდრე ისინი იხდიდნენ 2012 წელს. ანუ, აქაც გვაქვს შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდასაქართველოში დაფიქსირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის 6 მილიარდით არის გაზრდილი ფიზიკური პირების დასაბეგრი შემოსავლები.

ეს უნდა იცოდეს საქართველოს პრეზიდენტმა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი სამწუხაროდ იმ სოციალურ ფონს, რომელიც არის სუსტი ეკონომიკიდანგამომდინარე ჩამოყალიბებული საქართველოში, იყენებს ბოროტად, სპეკულირებისათვის, რაც ძალიან ცუდი მოვლენაა.

ეკონომიკაში ოდნავ ჩახედულმა ადამიანმა იცის, ის, რომ ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე წელი იმისათვის, რომ სრულად აღმოიფხვრას სიღარიბე. აქედანგამომდინარე, სიღარიბეზე აპელირება და ამით სპეკულირება არის უბრალოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. რაც ძალიან ცუდია. არ შეიძლება საქართველოსპრეზიდენტი, სახელმწიფოს მეთაური სპეკულირებდეს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა