logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„National Geographic“-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოს სანახავად კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა
„National Geographic“-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოს სანახავად კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა
10:36 02.05.2018
„მოხარულები ვართ, საქართველოსთან ტურისტული მიმართულებით თანამშრომლობით. უკვე ბევრი წელია, „National Geographic“ აქვეყნებს საქართველოსა და თბილისის შესახებ სტატიებს. თუმცა ჩვენს მკითხველს კიდევ უფრო მეტის გაგება უნდა თქვენი ქვეყნის ტურისტული მიმართულებების შესახებ და ასეთი ტიპის თანამშრომლობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი მოვუთხროთ ჩვენს აუდიტორიას თქვენს შესახებ,“ - განაცხადა „National Geographic”- ის ვიცე-პრეზიდენტმა ანაბელ კანველმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო პორტალზე „National Geographic”-ზე საქართველოს მიერ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის დაწყების საკითხი და მოსალოდნელი შედეგები.

აღნიშნული ინტერნეტ კამპანია 14 მაისიდან 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კამპანიის ჯამური ღირებულება 250 000 ევროს შეადგენს. მარკეტინგული კამპანიის მიზანია საქართველოს ზაფხულისა და შემოდგომის ტურისტული სეზონის პოპულარიზაცია და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

„National Geographic”- ის ვიცე-პრეზიდენტის ანაბელ კანველის განცხადებით, მარკეტინგული კამპანია, რომელსაც საერთაშორისო პორტალი „National Geographic”- ი განახორციელებს, საქართველოს საშუალებას მისცემს, უფრო მეტი საერთაშორისო ტურისტი მიიზიდოს. „ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოს სანახავად კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა,“ - განაცხადა ანაბელ კანველმა.

ინტერნეტ კამპანია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მოიცავს და სავარაუდო შთაბეჭდილებების რაოდენობა (Impressions) 4,541,183 იქნება. კამპანიის ფარგლებში National Geographic-ის მთავარ ვებ-გვერდზე 5 პოსტი განთავსდება. საქართველოს შესახებ მომზადდება 5 ბლოგი, ფოტო და ვიდეო მასალით, რომელიც სპეციალური გზამკვლევის Georgia Travel Guide საშუალებით გავრცელდება.

ასევე ითქვა, რომ კამპანიის ფარგლებში სპეციალური ონლაინ ბანერები Nationalgeographic.com-ის History-ის, Adventure-ის და Travel-ის სექციებში განთავსება, ხოლო პოსტები National Geographic-ის Facebook გვერდზე, ვიდეოს გაშვების წინ კი საქართველოს რეკლამა pre roll-ის სახით განთავსდება.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ სამოგზაურო პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორი ნიტუ კამბოჯი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა