logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან მიმდინარე პროექტები განიხილა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან მიმდინარე პროექტები განიხილა
18:16 01.05.2018
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკსა და ბანკის დელეგაციის სხვა წარმომადგენელებთან საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება თანამშრომლობის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს, როგორიცაა ენერგეტიკა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. პოზიტიურად შეფასდა პროექტების მიმდინარეობა, რომლებიც შეეხება საქართველოში განახლებადი ენერგორესურსების ათვისებას, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების და გადამცემი ხაზების მშენებლობას. ხაზი გაესვა ერთობლივი პროგრამების და მექანიზმების საჭიროებას ენერგოეფექტურობის მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ რესურსებზე წვდომასთან დაკავშირებულ სირთულეებზე და აღნიშნული შესაძლებლობის გაზრდის აუცილებლობაზე. ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს კერძო სექტორის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია. აღინიშნა, რომ საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოები საწარმოო სუბიექტების 90 პროცენტს წარმოადგენენ და მათ მიერ დასაქმებულია ბიზნესსექტორში მომუშავეთა 40 პროცენტზე მეტი.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებას და კლიმატის შენარჩუნების აქტივობებს. 2007 წლიდან, მზარდი ტემპით იქნა დაფინანსებული 21 პროექტი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. ასოცირების ხელშეკრულების და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერის შემდეგ, ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააძლიერა მხარდაჭერა და ფაქტობრივად გააორმაგა თავისი საკრედიტო პორტფელი ქვეყანაში, რაც შეადგენს 1.55 მილიარდ ევროს. ეს საქართველოს წარმოაჩენს, როგორც EIB-ის მთავარ ბენეფიციარს აღმოსავლეთ სამეზობლოში ერთ სულ მოსახლეზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა