logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ევროპის საინვესტიციო ბანკი სრულად უჭერს მხარს ჩვენ მიერ ინიცირებულ რეფორმას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ეხება
მამუკა ბახტაძე: ევროპის საინვესტიციო ბანკი სრულად უჭერს მხარს ჩვენ მიერ ინიცირებულ რეფორმას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ეხება
18:12 01.05.2018
ევროპის საინვესტიციო ბანკი სრულად უჭერს მხარს ჩვენ მიერ ინიცირებულ რეფორმას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ეხება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ვაზილ ჰუდაკთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საუბარია ინიციატივაზე, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს საშუალებას მისცემს ჰქონდეთ წვდომა იაფიან კაპიტალზე.

„ევროკომისიის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკი იხილავს შესაძლებლობას, რათა საქართველოში დავიწყოთ ისეთი ტიპის ფინანსური ინსტრუმენტების დანერგვა, რომელიც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ საშუალო და მცირე ბიზნესი საქართველოში და როგორც შედეგი, მივიღოთ ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველოში დავამარცხოთ სიღარიბე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მან მადლობა გადაუხდა ევროპის საინვესტიციო ბანკს აღნიშნული რეფორმის მხარდაჭერისთვის.

„ეს პროგრამა იქნება უნიკალური საშუალება, რათა საქართველოში კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ საშუალო და მცირე მეწარმეობა და ჩვენს მეწარმეებს ჰქონდეთ წვდომა იაფიან სასტარტო კაპიტალზე, რაც საშუალებას მოგვცემს საქართველოში განხორციელდეს ეკონომიკურად მიზანშეწონილი ყველა პროექტი“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ აღნიშნულ ფინანსურ ინსტიტუტთან მნიშვნელოვნად გაზარდა თანამშრომლობის ფორმატი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წელს ბანკი 250 მლნ ევროს დახარჯვას გეგმავს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა